თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ციხეებში მდგომარეობა აბსოლუტურად გამოასწორა. ხურცილავამ ასევე სასამართლო სისტემაზეც ისაუბრა.
„კახი კახიშვილზე მინდა ვთქვა, მან ციხეებში მდგომარეობა აბსოლუტურად გამოასწორა. შეიძლება ვიღაც ცუდმა პოლიციელმა ჩაუდოს ვინმეს რამე ჯიბეში, მაგრამ მას სასამართლოში გაამართლებენ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის?!", - განაცხადა ხურცილავამ.