საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსთვის ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა.
რაც შეეხება ივანიშვილის ჩართულობას წინა საარჩევნო პროცესში, კვირიკაშვილის თქმით, იგი ამას მხოლოდ მიესალმება.
„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი კარგი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, კიდევ არაერთს გააკეთებს.
მე ძალიან ბევრჯერ მქონია დებატები მასთან არაერთ საკითხზე და ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ეს არასდროს ყოფილა უარყოფითად მიღებული. მე ვფიქრობ, რომ მისი ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესში იქნება დადებითი, ის „ქართული ოცნების" დამფუძნებელია, მას აქვს იმის მორალური უფლება, რომ გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, გამოხატოს მხარდაჭერა. მას ამას ვერავინ აუკრძალავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.