logo_geo
eng_logo
დოდო ხურცილავა: ელენე ხოშტარია არის ნამდვილი ფარისეველი!
- +

17 ოქტომბერი. 2017. 21:51



„ორი ამბავი უცებ გამჟღავნდა. კახა კალაძემ თქვა მე არ შევალ იმ საკრებულოში სადაც უდესიანიაო. ელენე ხოშტარია კი მივიდა შვილმკვდარ დედასთან. მერე დაბრუნდა იმ ჯგუფში ვინც მოკლა ის ბავშვი. რადგან ელენე ხოშტარია არის ნამდვილი ფარისეველი!" - ამის შესახებ თეატრმცოდნემ დოდო ხურცილავამ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. როგორც ხურცილავამ აღნიშნა, საარჩევნო პროგრამაში ბევრი რამ იწერება, მაგრამ რეალურად სხვა რამ ხდება. ხურცილავამ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი წამებას არ პირდებოდნენ, მაგრამ თავისუფლება ყველას შეუზღუდეს.


„ქაღალდზე ყველაფერი იწერება. არ შეგვპირებიან ტანზე სიგარეტს მოგაწვამთო, მაგრამ გააკეთეს. წარსული მანამდე იქნება, სანამ „ნაციონალები" არ მოხვდებიან იქ სადაც უნდა იყვნენ. ერთი კაცი ზის მარტო, ვანო მერაბიშვილი. მისი სულიერი მამები, რომ პარლამენტში სხედან და ევროპული საქართველოსკენ წაგვიყვანენ ამბობენ, პირდაპირ კამბოჯისკენ წაგვიყვანენ რეალურად. ამ ხელისუფლებით ვარ კმაყოფილი, რადგან ადამიანს შეუძლია გამოვიდეს, თქვას რაც უნდა და თვალს არ ამოთხრიან!" - განაცხადა ხურცილავამ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner