logo_geo
eng_logo
შსს-ს მაშველებმა და პოლიციელებმა თოვლში ჩარჩენილ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს
- +

17 ოქტომბერი. 2017. 23:54



შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზეკარის უღელტეხილზე, ალპურ ზონაში, თოვლში ჩარჩენილი ორი ტურისტი გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება სჭირდებოდა.


შეტყობინების მიღებისთანავე, ტურისტების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაემართნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს ბაღდათის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.


შსს-ს სამაშველო ჯგუფმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეების ადგილსამყოფელის დადგენა შეძლო. ტურისტების დასახმარებლად ჩატარებულ გზის გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა აწარმოებდა.


წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა და პოლიციელებმა საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner