logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გამოძიება გაარკვევს, რომელი პარტიები დგანან ამის უკან!
- +

18 ოქტომბერი. 2017. 02:08



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში არაფერია  ნათქვამი ოპოზიციის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით. ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ისაუბრა.


„შეიჩნევა ჩვენი წინასარჩევნო პლაკატების, პოსტერების განადგურება, რაც არღვევს წინასაარჩევნო თამაშის წესებს. მეორე ეს ეხება სოციალურ ქსელში დისკრეტირებული სტატიების გავრცელებას. ჩვენ ათასობით ლინკი გადავუგზავნეთ საგამოძიებო უწყებებს. ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ ეს მასალები შექმნილია ჩვენი და ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ, მათ შორის კახი კალაძის წინააღმდეგ ათეულობით მასალა და ლინკია. ჩვენ ეს გადავუგზავნეთ საგამოძიებო უწყებებს და მათი პრეროგატივაა, გაარკვიონ, რომელი პარტიები დგანან ამის უკან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


დეპუტატის თქმით, არსებობს ფაქტები, როცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კანონდარღვევით მონაწილეობენ წინასაარჩევნო აგიტაციაში. მისი განცხადებით, ისინი ზეწოლას ახდენდნენ ამომრჩეველზე.


„სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ მართულმა ჯგუფებმა არაერთხელ გააკეთეს აქციები და სცადეს ჩვენი ოფისების  ბლოკირება. გასარკვევია, თუ რატომ იყენებენ ამ ყველაფერს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner