logo_geo
eng_logo
ნატა ფერაძე: ამომრჩეველს დებილად თვლის, მისი დაპირებები მოწყვეტილია რეალობას!
- +

18 ოქტომბერი. 2017. 02:43



პარტიზანი მებაღეების ლიდერი ნატა ფერაძე ალეკო ელისაშვილს უპირისპირდება. ფერაძე on.ge-თან  ინტერვიუში ელისაშვილის პოპულისტურ დაპირებებს აკრიტიკებს.

 

„გუნდის წევრობა პოლიტიკურად რას ჰქვია, არ ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებდი არანაირ თანამდებობზე მერიაში მუშაობას. თუმცა მე ვთვლიდი, რომ მე ვიყავი ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრი, მაგრამ ჩემი და პარტიზანი მებაღეების არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა კადრების შერჩევასა და სტრატეგიის დაგეგმვაში. იგივე დაპირებაა გამწვანების გაოთხმაგება, რაც დავით ნარმანიას მილიონი ხე იყო. უარესი, ნარმანია ამასაც არ დაგვპირებია, არარეალურია, რომ თბილისში გამწვანება გაოთხმაგდეს.

 

მისი დაპირებები ნარმანიაზე გაცილებით არარეალურია და მოწყვეტილია რეალობას... ერთხელ უკვე იძახა ნარმანიამ, მილიონ ხეს დავრგავო და მისცეს ბედნიერებმა ხმა და ვნახეთ, რომ მილიონი ხე არ არის. მეორედ, როცა ტიპი იძახის, რომ მე გავაოთხმაგებ გამწვანებას - რამდენჯერ შეიძლება, რომ ამომრჩეველი დებილად ჩავთვალოთ", - ამბობს ფერაძე.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner