logo_geo
eng_logo
„პოლიტიკური აფერისტი!“ - ხათუნა ხოფერია ალეკო ელისაშვილზე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს!
- +

18 ოქტომბერი. 2017. 03:08



ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პირადად მე დავდე ბრალი პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის თანამონაწილეობაში ელისაშვილს და მისი ხელმოწერილი დოკუმენტიც დავურთე- 2009 წლით დათარიღებული!..

 

აი, ამ უტიფრობისთვის, არაკაცობისთვის, ჩემი ქმედების კალაძისთვის დაბრალებისთვის, რასაც ამ ჩანაწერში ამბობს, რომ ვითომ შეუთხზეს და დააფინანსეს, უნდა აეხეს სახე (ნიღაბი) 21-ში, ამ პოლიტიკურ აფერისტს!..

 

ეს ის არაკაცია, რომელსაც შეუძლია თავის თანამებრძოლს, გვერდით მდგომს (თუნდაც ის ნატა ფერაძე იყოს), სახალხოდ მიაფურთხოს და გვერდზე გაწიოს, იმიტომ, რომ საზოგადოებაში არაპოპულარულია და ხმებს დააკლებს!.. რა სიმდაბლეა!..

 

რა გუნდი, რის გუნდი, ამას გვერდზე ვინ დაუდგება?!.. ჯერ ნოლია და უკვე „ტრუპებზე" დაალაჯებს... ეს რომ რამე გახდეს, მერე ნახეთ „ალე მაგარიას" ახალი ვერსია...

.... ეს ჩვენ უკვე გავიარეთ...

.... ბასტა!.." - წერს ხოფერია.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner