logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: კახა კალაძეს თუ არა, აბა ვის მივცე ხმა?!
- +

18 ოქტომბერი. 2017. 03:35

 

 

„ელისაშვილი არის გარეწარი, რომელმაც მერაბიშვილს 8 უდანაშაულო კაცი დააპატიმრებინა!" - ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრობს.


ჯაველიძე გამოცემასთან ინტერვიუში თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატებზე საუბრობს და თითოეული მათგანის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას აფიქსირებს.


„ვიღაც-ვიღაცეები გაიძახიან, ელისაშვილი პრინციპული და პატიოსანი ბიჭია, მივცეთ შანსიო. ვინ არის „პრინციპული და პატიოსანი“? ელისაშვილი? - ტელეკომპანია „კავკასიაში", აქუბარდიასთან და ჯანგირაშვილთან ერთად 8 მართლმადიდებელი რომ დააჭერინა? დიახ, არაფერს ვაჭარბებ. ელისაშვილი არის გარეწარი, რომელმაც მერაბიშვილს 8 უდანაშაულო კაცი დააპატიმრებინა!", - აცხადებს აკადემიკოსი.


აკადემიკოსი წარსულს იხსენებს და „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ჩადენილ მკვლელობებზე საუბრობს.


„უდუმაშვილს როდის სტკიოდა თბილისი და თბილისელები - 7 ნოემბერს, 26 მაისს თუ მაშინ ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობებს რომ „უპრავებდა" მიშას? რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, კარგით რა.. როდის გახდა ელენე ხოშტარია მგზნებარე მედასავლეთე, მამამისმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების „კაგებეს“ პატრონაჟის ქვეშ მყოფი ფაკულტეტი რომ დაამთავრებინა? ახლა რომ ყელყელაობს მამამისი გოგია ხოშტარია, ზვიადისტი ვარო, ეგ არ იყო, პირველი რომ გაიძახოდა - ზვიადი აქედან ცოცხალი არ უნდა გავუშვათო? ეს ხოშტარია ელენე დიდად კი არ განსხვავდება თინა ბოკუჩავასგან, კაცების თავებზე რომ აცოცდა თბილისის საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე და უკნიდან ქმარი აწვებოდა? ვაი, სირცხვილო - ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი - კაცს!" - აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.


მისი თქმით, მისთვის თბილისის მერის არჩევნებზე ყველაზე მისაღები კანდიდატი კახა კალაძეა.


„კახა კალაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ამათ ყველას მაინც ის მირჩევნია! „ოცნებამ" ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ კახა კალაძეს თუ არა, აბა, ვის მივცე ხმა?" - აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner