logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ბევრჯერ სხვა გადაწყვეტილების მიღება მინდოდა, მაგრამ...
- +

15 აპრილი. 2016. 21:51



„გამოიყენებს თუ არა „ქართული ოცნება" არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს?"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვიირკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.


„რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, თუნდაც ის, რომ დღეს ჩვენს პარტიას არ გააჩნია საკუთარი აქტიური საინფორმაციო არხები, მგონია, მეტყველებს იმაზე, რომ არ გვაქვს იმის განწყობა, საარჩევნოდ ჩვენი ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენოთ.

 

სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ეს არის ერთ-ერთი რთული საკითხი, რომელიც დღესაც გამოწვევად რჩება. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მქონია ემოციური მომენტები, როდესაც სხვა გადაწყვეტილების მიღება მდომებია, მარგამ სამწუხაროდ, სახელმწიფო ბიუროკრატიას გააჩნია სამართლებრივი ჩარჩოები. ამ სამართლებრივი ჩარჩოების დაჩქარება შეიძლება იყოს საკითხი. თუმცა, ის, რომ ჩვენ კამპანიური ხასიათი მიგვეცა ქონებების დაბრუნებისთვის, არ იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება", - განაცხადა პრემიერმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner