logo_geo
eng_logo
დმიტრი პესკოვი: კრემლი კიევში მოვლენების განვითარებას აკვირდება
- +

18 ოქტომბერი. 2017. 12:06



რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი კიევში მოვლენების განვითარებას აკვირდება.


„ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება კიევში. უნდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია სტაბილურობისგან შორს არის. ეს აშკარა ფაქტია", - განაცხადა პესკოვმა.


გუშინ, კიევში, უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner