logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თვითმმართველობის რეფორმის მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს
- +

15 აპრილი. 2016. 21:58



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა:


„მნიშვნელოვანი რეფორმაა თვითმმართველობის რეფორმა. აუცილებლად წავალთ ამ მიმართულებით. ეს არის მიმართულება, რომელიც გამოცხადებულია და არ შეიცვლება. უფრო მეტი დელეგირება მოხდება. მათ შორის, ქონებრივი განკარგვის უფლებები მაქვს მხედველობაში და საბიუჯეტო განკარგვის დელეგირებაც უფრო მეტად მოხდება. ჩვენ ვიმყოფებით პროცესში, როცა დელეგირებას მნიშვნელოვანი ადამიანური, პროფესიონალური შესაძლებლობების მშენებლობა უნდა მოჰყვებოდეს. საკმაოდ რთულია ერთბაშად ამ ყველაფრის გაკეთება, ვინაიდან ადამიანური პოტენციალი, სამწუხაროდ, საკმაოდ ლიმიტირებულია. ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და იყოს თანდათანობითი, რათა ჩვენ არ მივიღოთ გარკვეული ფუნქციების დელეგირება იმ პირობებში, როცა ადამიანური პოტენციალი ვერ დაეწევა ამ პროცესს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner