logo_geo
eng_logo
აჩიკო ნიჟარაძე: ხმას ვაძლევ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს... წარმატებები კახა კალაძეს!
- +

18 ოქტომბერი. 2017. 13:10


მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„21 ოქტომბერს, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, წავიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. ვთვლი, რომ ამ დროს იყო ნეიტრალური, არ არის სწორი.

 

ვისაც გვიყვარს ჩვენი ქალაქი, გვაწუხებს ქალაქში არსებული პრობლემები, უნდა გავაკეთოთ არჩევანი - რომელი კანდიდატი შეძლებს ამ პრობლემების გადაჭრას ჩვენთვის ყველაზე მისაღები გზებით.

 

პირადად მე, ვთვლი, რომ საუკეთესო არჩევანს ვაკეთებ და ხმას ვაძლევ პროგრესულად, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც ყველასთვის გამარჯვებასთან და წინსვლასთან ასოცირდება. ადამიანს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ უსახელებია. მე იმედი მაქვს, რომ კახა აუცილებლად გაამართლებს თბილისელების არჩევანს და მაქსიმალურად ეცდება მის მიერ წარმოდგენილი პროგრამის შესრულებას.

 

თითოეული თქვენგანის აზრს და არჩევანს პატივს ვცემ. იმედი მაქვს თბილისელების გონივრული გადაწყვეტილების. ასევე იმედი მაქვს, რომ თბილისს და თბილისელებს კარგად ახსოვთ ყველა კანდიდატის განვლილი ნაბიჯები!..

 

წარმატებები კახა კალაძეს!" - წერს აჩიკო ნიჟარაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner