logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მეც მაქვს განცდა, რომ სამართლიანობის აღდგენა დასაჩქარებელია!
- +

15 აპრილი. 2016. 21:59



„სამართლანობის აღდგენის სიჩქარესთან დაკავშირებით, მეც მაქვს განცდა, რომ შეიძლება, ეს პროცესი დასაჩქარებელი იყოს", - განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  სამართლიანობის აღდგენის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.


კვირიკაშვილის თქმით, დღეს ბევრ მოქალაქეს აქვს განცდა, რომ მისი წილი სამართლიანობა არ აღდგენილა, რაც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოასწოროს.



„ჩვენ ამისთვის გადავდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ ვიმეორებ, რომ ამას გააჩნია სამართლებრივი ჩარჩოები. ამ საკითხებს სჭირდება გამოკვლევა. დღეს ბევრი ადამიანი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ სამართლიანობა დარღვეულია. პირობას ვიძლევი, რომ მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი დავაჩქაროთ", - განაცხადა პრემიერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner