„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული კ.გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელის ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 487 აბი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, კ.გ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით)" - ნათქვამია განცხადებაში.