„ამ ყველაფრის მიმართ მე პირადად მაქვს ზიზღი", - ასე ეხმაურება ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
მთავრობის მეთაური არ გამორიცხავს, სახელმწიფო ინსტიტუციებში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ სურვილი, უკანონო ქმედებები განახორციელონ.
„გარანტი იმისა, რომ ასეთი რამ კიდევ არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად ვარ. არ გამოვრიცხავ, ჩვენს ინსტიტუციებში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ კიდევ სურვილი, უკანონო ქმედებები განახორციელონ; მე არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ მე ვიქნები გარანტი, რომ ადამიანის საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება ამ ქვეყანაში.
ეჭვი მეპარება, დღეს ვინმე ამას აკეთებდეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ავადმყოფური, მახინჯი მისწრაფება ჩინოვნიკისა, რომ აკონტროლოს ოპონენტი ამგვარი ხერხებით, ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.