logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძეს ჰოსპიტალში გადაიყვანენ
- +

18 ოქტომბერი. 2017. 16:42



ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელთან, ოთარ აბესაძესთან ამ დრომდე ფსიქოლოგები მუშაობენ, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს კი მას ჰოსპიტალში გადაიყვანენ.


როგორც „ინტერპრესნიუსს" აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, საავადმყოფოში აბესაძეს საფუძვლიანი გამოკვლევები ჩაუტარდება. მისივე თქმით, ბრალდებულისთვის საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების მიზნით მისი ჰოსპიტალში მოთავსება თავად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოთხოვნით მოხდება.


როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აბესაძეს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეუმოწმდება, არამედ ჩაუტარდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სახის კვლევები, რის შემდეგაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო დასკვნა დაიდება.


მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.


ამჟამად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად ოთარ აბესაძეს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა არ შეცვლია და ის დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner