logo_geo
eng_logo
აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის გამგეობის შემოწმების შემდეგ არაადეკვატური დასკვნა დადო
- +

18 ოქტომბერი. 2017. 17:33


აფბა-ს შეფასებით, ოზურგეთის გამგეობის 2012-2013 წლების საქმიანობის შესახებ აუდიტის 2014 წლის ანგარიშში აღწერილი ფაქტები არსებითად არის აცდენილი დასკვნის შინაარს. ეს პერიოდი ემთხვევა კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს.


ამჟამად, კონსტანტინე შარაშენიძე თვითმმართველობის მიმდინარე არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

 

„კერძოდ, ანგარიშის შინაარსის მიხედვით, გამოვლენილია საქონლისა და მომსახურების მაღალი ფასით შესყიდვის, თანხების ზედმეტად გადახდის, გარე აუდიტების მიერ ზერელად ჩატარებული აუდიტის, დაკვეთილი სამუშაოების დადგენილი წესით არჩაბარების, მუნიციპალიტეტის შპს-ების კონტროლის მექანიზმების არარსებობის და მათ მიერ მუნიციპალიტეტისთვის გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმების წარუდგენლობის, კონკრეტული მიზნებისა და გეგმების გარეშე მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ები დაფინანსების, სოციალური პროგრამების თანადაფინანსების არამიზნობრიობისა და დასაბუთებული აუცილებლობის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის ფაქტები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შედეგად, მოცემულია ანგარიშის დასკვნა, რომ (ციტატა დოკუმენტიდან) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებს", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.


კაპანაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის შინაარსისა და დასკვნის მსგავსი შეუსაბამობები საკმაოდ ხშირია სხვა მუნიციპალიტეტებში (მაგლითად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ბიუჯეტების შესრულების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, თიანეთის მუნიციპალიტეტის 2011-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში და ა.შ.) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის განხორციელებისასაც.


ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ  აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული აუდიტის ანგარიშების დასკვნები  გაცილებით ახლოს უნდა იყოს ანგარიშების შინაარსთან და დასკვნის არგაცემის შემთხვევაში უნდა ავტომატურად იწვევდეს შესაბამისი ხარისხის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ადმინისტრაციული თუ სამართალდამცავი სტრუქტურების წინაშე.


აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ახალი მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი და არსებითი გამოწვევა შემდგომი საქმიანობისას სწორედ მსგავსი შეუსაბამობების აღმოფხვრა გახდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner