logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიპ ერდოღანი: ერაყის ქურთულ ავტონომიას კირკუკის პროვინციაზე არავითარი ისტორიული უფლებები არ აქვს
- +

18 ოქტომბერი. 2017. 17:43



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ერაყის ქურთულ ავტონომიას კირკუკის პროვინციაზე არავითარი ისტორიული უფლებები არ აქვს.


„მათ, ვინც რეგიონის სტრუქტურის უგულებელყოფით მოქმედებენ, ისტორია პასუხს აგებინებს. რას აკეთებს ერაყის ქურთისტანის ხელმძღვანელი მასუდ ბარზანი? ის ამბობს: კირკუკი ჩემია. როგორ ბედავ ამის თქმას? ნუთუ თქვენი ისტორია კირკუკს უკავშირდება? საერთოდ რას აკეთებ კირკუკში? დაეტიეთ იმ რაიონში, სადაც ჩრდილოეთ ერაყის ადმინისტრაციაა. ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებამ ძალადობა გამოიყენა კირკუკის მცხოვრებლების წინააღმდეგ და პასუხს აგებენ", - განაცხადა ერდოღანმა.


თურქეთის პრეზიდენტმა ასევე უარყო კრიტიკა სირიის, ერაყისა და სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის შესახებ.


„უვიცებისთვის გასაცემი პასუხი, რომლებმაც ისტორია არ იციან, მარტივია: ყველა ქვეყანა, რომელიც თურქეთის გვერდით იმყოფება, თურქეთის ინტერესების ნაწილია", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner