logo_geo
eng_logo
20, 21 ოქტომბერს საშა ვალცის საკულტო სპექტაკლი „CONTINU“ გაიმართება
- +

18 ოქტომბერი. 2017. 17:46


20, 21 ოქტომბერს, 20:00 საათზე,  საქართველო-გერმანიის (2017) წლის ფარგლებში ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ ბერლინის სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლეგენდარული საშა ვალცის ერთ-ერთ გახმაურებულ და საკულტო სპექტაკლს „CONTINU".   


ლეგენდარულმა საშა ვალცმა შეკრიბა თავისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ყველა კომპონენტი, რომელიც ბოლო 10-წლიანი მუშაობის მანძილზე ყველაზე ცნობად საავტორო ნიშნად იქცა. სახელწოდება „CONTINU" ანუ „გაგრძელება" ქორეოგრაფიის, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ადამიანზე უწყვეტ რეაქციაზე საუბრობს, რადგან ეს ენერგომატარებლები ბუნების ამოუწურავი ძალებით იკვებებიან და მათი სიცოცხლე უსასრულოა. კოსმიური უწონადობა, როგორც ადამიანის სულიერი სუბსტანცია, ვალცის ნაწარმოებში ხორციელ ფორმას იძენს და თავისუფალი სამყაროს თანამკვიდრია. თავისუფალის ჩაგვრისგან, დისკრიმინაციისგან, დემაგოგიისგან და ძალადობისგან, რაც გვჯერა საქართველოშიც გააღრმავებს დიალოგს ამ თემაზე, რადგან ეს ის ეგზისტენციალური დილემაა, რომელიც სივრცისა და დროის უსასრულო კონტინიუმს ქმნის და დაუსაბამო დროიდან გრძელდება. თუმცა, გარდა ნაწარმოების ფილოსოფიური ექსპლიკაციისა, დღეს უკვე მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული „CONTINU" -ს გენიალური ქორეოგრაფიული ნამუშევარი, ქართველ მაყურებელს იშვიათ სიამოვნებას მიანიჭებს და მაღალ ხელოვნებასთან თანაზიარს გახდის. ციურიხის (Schauspielhaus im Schiffbau/Halle), პარიზის (Théâtre de la Ville Paris), ლონდონის (Sadler's Wells), ბარსელონას ( Mercat de les Flors), რომის (Auditorium conciliazione), ათენის (Odeon of Herod Atticus), ბრიუსელის (Theatre National), ლუქსემბურგის (Grand Theatre de la Ville Luxemburg), ნიუ-იორკის (BAM) შემდეგ, დიდმა გერმანელმა ქორეოგრაფმა ედგარ ვარეზეს, იანის ქსენაკისის, კლოდ ვივიერის და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკაზე, სახელოვნებო და სამეცნიერო ნააზრევის გაერთიანებით, ვალცმა კაცობრიობის უცვლელი სტერეოდინამიკა ქორეოგრაფიის ენაზე გადმოსცა და 21 მოცეკვავის დახმარებით, გასული წლების მანძილზე მსოფლიო ომების, მიგრაციის, კულტურული იდენტობის სხვადასხვაობის პრობლემა ახალ შუქში წარმოგვიდგინა.


წარმოდგენა განხორციელდა „საშა ვალცის და სტუმრების", ციურიხის სახელმწიფო ოპერისა სახლისა და ციურიხის ფესტივალის თანამშრომლობით, ასევე ბერლინის ფესტივალისა და ლონდონის „Sadler's Wells"-ის თეატრის დაკვეთით.



რეჟისურა და ქორეოგრაფია: საშა ვალცი

მუსიკა: ედგარ ვარეზე, იანის ქსენაკისი, კლოდ ვივიერი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

სცენოგრაფია: ტომას შენკი, პია მაიერ შრივერი, საშა ვალცი

კოსტიუმების ავტორი: ბერნარდ სკოძიგი

სასცენო განათება: მარტინ ჰაუკი

დრამატურგია: იოჰენ ზანდიგი



დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო,

„საქართველო-გერმანიის წლის"  PR-მენეჯერს მზეხა მახარაძეს

             ტელ.: 593 59 28 72, ელ. ფოსტა: mzekhamakharadze@gmail.com 

             მიხეილ თუმანიშვილის სახელობის  ხელოვნების საერთაშორისო

             ფესტივალ „საჩუქრის" PR-მენეჯერს მაკა პეტრენკოს 551 17 68 18




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner