ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჟიული შარტავა - ეროვნული გმირი! გურამ გაბისკირია - გმირი, მამია ალასანია - გმირი.... ყველა ესენი კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრები იყვნენ... ალასანია სულაც „კაგებეშნიკი"... „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - დაასახელეთ თქვენი ჰიპერპატრიოტული ხელისუფლებიდან, ან იმ 500 000 ცოცხლიდან, ან მკვდარიდან ან ცოცხალ-მკვდრებიდან ერთი წევრი, თუნდაც ოდნავ მიახლოებული ამ „კომუნისტებთან", - წერს ახრახაძე.