logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება
- +

18 ოქტომბერი. 2017. 18:39


უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ „ახალ თაობასთან" განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ტრაბახობდნენ, რომ აქციაზე ნახევარ მილონ კაცს გამოიყვანდნენ, მაშინ როდესაც 5 ათასი კაცის შეგროვება ვერ შეძლეს.


ნიკოლოზ მჟავანაძეს ეჭვი ეპარება, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნახევარ მილიონ ადამიანს მხარი დაეჭირა „ნაციონალურ მოძრაობისთვის".


„ეგ კიდევ საკითხავია. ცესკო-ში რაღაცები არის გასარკვევი. არა მგონია, ნაციონალებისთვის ამდენ ადამიანს მიეცა ხმა. „პატრიოტთა ალიანსს" ყველა კვლევის მიხედვით ლამის 3%-იანი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ გაცილებით მეტი ხალხი გამოიყვანა აქციაზე, ვიდრე „ნაციონალებმა". არჩევნების შემდეგ მოხდება შედეგების დაფიქსირება, რასაც ნაციონალები აუცილებლად გააპროტესტებენ. აგიტომაც მოვუწოდე ხელისუფლებას, რომ ზოგიერთი თუ ძალიან იაქტიურებს, მოკიდონ ხელი ქეჩოში და შეათრიონ ციხეში. ამ ცოტა ხნის წინ რაც მერიასთან და საკრებულოსთან ხდებოდა, კანონის დარღვევა იყო. ის ხალხი, ვინც იმ დღეს კანონი დაარღვია, უნდა დაეჭირათ. უნამუსო „ნაციონალები" ახლა ამტკიცებენ, თბილისის საკრებულოსთან დაგვარბიესო. სადაური დარბევა ეს იყო? პოლიციას იქით ურტყამდნენ და საკრებულოში შეჭრას ლამობდნენ. ან ახლა რომ მივარდნენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან და აცხადებდნენ, არჩევნების გაყალბება არ გაბედოს ხელისუფლებამო, თავად რომ აყალბებდნენ, კარგი იყო?! „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შემდეგ დაიშლება. არ დაიშლებიან და საფრთხობელას როლში იქნებიან, რაც ხელისუფლების ინტერესებში შედის", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner