logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიკვაიძე: ეს იყო სამაგალითო ტესტი, თუ როგორი უნდა იყოს ახალი თაობის პოლიტიკოსი
- +

18 ოქტომბერი. 2017. 19:33


საზოგადოებრივი ფორუმის „ამერიკის ნამდვილი მეგობრების" წევრი გიორგი ჩიკვაიძე გადაცემაში „არჩევანი" თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვუყურე რა „გადაცემას" „რუსთავი 2"-ზე, რომელიც იყო წინასაარჩევნო დებატები - ათი ერთის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა აქვს, როდესაც ადამიანი არის მართალი, პროგრესულად მოაზროვნე და ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარი! ვნახე, როგორ შეიძლება ერთმა კაცმა დაამარცხოს საგულდაგულოდ მომზადებული, პარტიული ტელევიზიის მიერ ორგანიზებული, სამარცხვინო და სიცრუით გაჯერებული თავდასხმები პირდაპირი ეთერის რეჟიმში! ეს იყო სამაგალითო ტესტი, თუ როგორი უნდა იყოს ახალი თაობის პოლიტიკოსი, დაწყებული თავშეკავებით და დამთავრებული არგუმენტირებული პასუხებით! ბატონო კახა, მადლობას გიხდით ასეთი მაღალი კლასის ჩვენებისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალბედა პოლიტიკოსისთვის იყო რეალურად სამაგალითო! მეამაყება, რომ ვარ თქვენი აქტიური მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სახით ამ ქალაქს ეყოლება, ყველაზე მაგარი მერი და თბილისი ნამდვილად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი", - წერს ჩიკვაიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner