უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ეს სურათი ყველას გვახსოვს ხომ?
ეს ის მომენტია კალას ძმა, რომ გაწირეს გარეწრებმა და ფულის გამო დაუნდობლად მოკლეს და კახამ შეიტყო ამ თამაშის დროს ამის შესახებ....
ბოდიშს ვუხდი კახას ამ მტკივნეული თემის საჯაროდ გამოტანის გამო მაგრამ უამრავი კომენტარიდან გამომდინარე თავი ვალდებულად ჩავთვალე ეს სტატუსი დამეწერა....
ბანალური ბრალდებებისგან თავი შეიკავეთ ვისაც ამ საქმეზე წარმოდგენაც არ გაქვთ და იმიტომ რომ კახა აკრიტიკოთ ღვარძლს აფრქვევთ და ათას სისულელეს იმეორებთ...
დიახ ეს ის კალაძეა, ვინც ატირებული თამაშობდა სტადიონზე, არმგონია მასზე მეტად გტკენოდათ მისი ძმის გარდაცვალება....
ძალიან მარტივად შეეძლო არ ეთამაშა ჭირისუფალს, მაგრამ სამშობლოს სჭირდებოდა და პირადულზე მაღლა დააყენა ქვეყანა....
ავტოგოლიც ბანალურად ჟღერს და მაგაზეც ტყუილად წვალობთ, რადგან მსოფლიოს დონის ბევრ ფეხბურთელს მოსვლია ეგ შეცდომა....
იყო ბევრი ტკივილი და შრომა, რომელიც მან კაცურად და წარმატებით გადალახა. მის კაცურ ცხოვრებაზე ისიც მეტყველებს, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელებს უყვართ და ესეც ყველამ დავინახეთ მათი აქ ჩამოსვლით!
შემდეგ იყო ტელევიზიაში გაცემა, სადაც კალაძემ სააკაშვილს გირგვლიანის საქმე უხსენა და ღიად დაუპირისპირდა, რასაც დიდი ზეწოლებიმოყვა და არც ეს არ უნდა გიკვირდეთ დეგრადირებული სააკაშვილისგან....
შემდეგ დადგა 2012 წელი, სადაც მან საკუთარი თავი და ოჯახი დააყენა დიდი საფრთხის ქვეშ და ჩვენს გვერდით იდგა რიგით ჯარისკაცად.....
შემდეგ იყო ენერგეტიკის სამინისტრო და ვიცეპრემიერობა რასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი და დღეს უკვე დებატებში მთელ საქართველოს დაუმტკიცა, რომ იგი შედგა როგორც პოლიტიკოსი და ძალიან გაიზარდა ამ მხრივ!
პატარაობიდან, დიახ სამტრედიიდან დღემდე მოყოლებული დღე და ღამე საკუთარ თავზე მუშაობს კახა და ყველგან წარმატებას მიაღწია!
აქვე შეგახსენებთ, რომ მას უამრავი ბავშვის თუ ზრდასრულის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი და ულამაზესი ოჯახის პატრონია, ოჯახი კი კაცის სახეა!
მიდით მოუგონეთ ათასი სიბინძურე, შეთხზეთ ზღაპრები და ეცადეთ მისი პიროვნების დისკრედიტაციას, დამიჯერეთ არაფერი არ გამოგივათ, კახა კალაძე ჯერ კაცია, მერე მეგობარია და ბოლოს პოლიტიკოსი!
არც მისი პიარი ვარ და არც რამით ვარ დავალდებული, მისი ადამაინობის, ქვეყნის და ხალხის სიყვარულის გამო ვენდობი და ჩემი ხმა მას ალალად ეკუთვნის!
მე მიყვარს ჩემი სამშობლო, თბილისი და დარწმუნებული ვარ კახას ხელიც დაეტყობა თბილისს და ამას თითოეული თბილისელი ვიგრძნობთ მალე!
მე მინდა თბილისი ისევ იქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად, სადაც სითბოს და სიყვარულს ასხივებდა ხალხი და მე მჯერა კახა ამას შეძლებს!" - წერს ბერიკაშვილი.