საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი მიზანია, მომავალში ასეთი პრეცედენტები არ იყოს დაშვებული.
„რაც შეეხება კადრებს, რატომ მოხდა დაპატიმრება დღეს და არა აქამდე. დღეს მოხდა ამ კადრების გავრცელება, ამან მოახდინა პროვოცირება. გამოძიება დღეს ორი მიმართულებით მიმდინარეობს, ერთი არის კადრების შემქმნელების მიმართულება და მეორე არის გამავრცელებლების მიმართულება. მეორე მიმართულებაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩართულები, მათ შორის გამოძიების ფედერალურმა ბიურომაც გააკეთა პროკურატურის გამომძიებლებთან ერთად ერთობლივი ბრიფინგი. ეს არ არის მარტივი პროცესი, სამწუხაროდ, დღევანდელი ტექნოლოგიები IP მისამართის დაფარვის საშუალებას იძლევა. ჩემი მიზანია, მომავალში ასეთი პრეცენდენტები არ იყოს დაშვებული", - განაცხადა კვირიკაშვილმა".