logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ბიზნესი ფსონს აკეთებს იმ გუნდზე, რომელმაც სტაბილურობა მოიტანა
- +

18 ოქტომბერი. 2017. 22:28


პარტიების დაფინანსების საკითხს „ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში გამოეხმაურა. ხუნდაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ბიზნესს სთავაზობს სტაბილურობას, ხოლო ოპოზიცია სრულ არასტაბილურობას და სწორედ ამიტომ ბიზნესს ურჩევნია ფსონი დადოს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც მათ მოუტანა სტაბილურობა.


„გასაკვირი არაფერია იმაში, რომ „ქართული ოცნების" შემოწირულობა უფრო მეტია ვიდრე სხვების, რადგან „ქართული ოცნება" იყო გუნდი, რომელმაც საზოგადოებასთან ერთად შეძლო 2012 წლამდე არსებული ვითარების შეცვლა, როდესაც იცით როგორ ატერორებდნენ ბიზნესს, როგორ ხდებოდა რამით ქონების გადაფორმება. ბიზნესმა ნახა აბსოლუტური თავისუფლება და მას ურჩევნია სტაბილურ მმართველ გუნდთან ურთიერთობა იმ პოლიტიკურ მმართველობაში, რომელიც შექმნა დღეს „ქართულმა ოცნებამ", ანუ ბიზნესს არავინ არ ატერორებს, არის თავისუფალი და მათი საქმიანობა არის მზარდი. ბიზნესი კმაყოფილია დღევანდელი პოლიტიკური ვითარებით. სტაბილურობა მათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ ისინი მეტად უჭერენ მხარს მმართველ გუნდს და ფსონს აკეთებენ იმ გუნდზე, რომელმაც ეს სტაბილურობა მოიტანა. ოპოზიცია აბსოლუტურ არასტაბილურობას სთავაზობს ბიზნესს და რა თქმა უნდა, ისინი იქნებიან იმ მხარეს, სადაც ხედავენ სტაბილურობას და პერსპექტივას", -განაცხადა ხუნდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner