logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი და ჩვენი გუნდის გულანთებული მხარდამჭერი!
- +

18 ოქტომბერი. 2017. 22:37


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „tvპირველის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ „ქართული ოცნების" მხარდამჭერია.


„როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, მან ისაუბრა იმ პრობლემებზე რაც ქვეყანაში იყო და რის განხორციელებას აპირებდა და ამ ადამიანის ირგვლივ გავერთიანდით სრულიად საქართველო. მაშინ განაცხადა, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ არჩევნებს, ეს მოხდება მშვიდობიანი გზით, როგორც ნორმალურ ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება. თქვა, წელიწადნახევარი ვიქნები ქვეყნის სათავეში და დავტოვებ თანამდებობას. მაშინ არავის სჯეროდა (იმიტომ რომ საქართველოში მიჩვეულები ვიყავით თავისი ნებით არავინ მიდიოდა პოლიტიკიდან), თუმცა ამ ადამიანმა გადადგა ეს ნაბიჯი, მიიღო გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილი დღეს არ არის ჩართული პოლიტიკაში, მაგრამ მერწმუნეთ, ის არის ჩემი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გულანთებული მხარდამჭერი. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად გაუხარდება ამ გუნდის წარმატება", - განაცხადა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner