logo_geo
eng_logo
ქეთევან კიკნაძე: ყოჩაღ კახი კალაძე და აი რატომ...
- +

19 ოქტომბერი. 2017. 00:33


მსახიობი, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე ქეთევან კიკნაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ყოჩაღ კახი კალაძე და აი რატომ!

ვუსმინე კახის გამოსვლას „რუსთავი 2" -ზე, ყოჩაღ იმისათვის, რომ გიყვარს შენი ქვეყანა და გიყვარს ადამიანი, შენი სამშობლო არ არის შენთვის მარტო მთები, მდინარეები და ტყეები, ის ადამიანებისაგან შემდგარი განუყოფელი ნაწილია.  რაც მთავარია მის გამოსვლაში არ იგრძნობოდა სიძულვილი და უპატივცემულობა მისი მეტოქეების მიმართ, რასაც ჩვენ ხშირად ვუყურებთ ტელევიზიით.  ის არ მისულა სამსახურში კარიერისთვის, მისი კარიერა უკვე შემდგარი იყო. სახელმოხვეჭილი კაცი, რომელმაც  ცხოვრების ყველა პირობა შეიქმნა თავისი სუფთა შრომით. მასში მხოლოდ სიკეთისათვის მებრძოლი ადამიანის სულია. მას არ უძებნია სამსახური ფულადი ანაზღაურებისთვის, რაც თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა. ყოველთვის ჰქონდა ურყევი დამამტკიცებელი არგუმენტები. მოგიწოდებთ მეგობრებო! ხმა მივცეთ ჩვენი ქალაქის მერობის კანდიდატს, მივიდეთ არჩევნებზე, ნუ ვიქნებით გულგრილი  ასეთი სერიოზული საკითხის მიმართ, ხმა მივცეთ ღირსეულ მამულიშვილს კახა კალაძეს!"  - წერს კიკნაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner