logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ!
- +

15 აპრილი. 2016. 22:24



მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ ეცდება, ამ მიმართულებით ცვლილებები განახორციელოს.

 

„ჩემი აზრით, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავახალისოთ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება. შეფასებები ამ საკითხთან მიმართებაში ამ კუთხით უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი.

 

რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდა, რომელმაც მსუბუქი ნარკოტიკი მოიხმარა, დავაპატიმროთ, ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამით ამ ახალგაზრდას შეიძლება დავუნგრიოთ სიცოცხლე და მოვუსპოთ შანსი, რომ მან მომავალში აღარ მოიხმაროს ნარკოტიკი.

 

რაც შეეხება ლეგალიზაციას, არ მიმაჩნია, რომ ლეგალიზაცია უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ჩემი პოზიცია გახლავთ, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ. მე ვეცდები, რომ ამ კუთხით მოსაზრებების კონსოლიდაცია მოვახდინო და ცვლილებებიც განვახორციელო", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner