logo_geo
eng_logo
რომა რცხილაძე: კახა კალაძესთან ერთად დავიბრუნებთ, გავაძლიერებთ ჩვენს კოპწია თბილისს!
- +

19 ოქტომბერი. 2017. 01:36


მუსიკოსი რომა რცხილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბატონებო, მიუხედავად ჩემი გარკვეული პირადი პატივისცემისა სხვა კანდიდატების მიმართ, რომლებთანაც მაკავშირებს გარკვეული დრო ურთიერთობისა ჩემს ქალაქში, ვიტყვი სიმართლეს, რომელიც ერთია: საზოგადოებამ საკუთარ თავზე ითმინა შედეგი მათი ქმედების გამო.

(ჩემი ასაკიდან, გამოცდილებიდან ვიტოვებ თქმის უფლებას) მოვრჩეთ ერთმანეთის ლანძღვას, შეურაცხყოფას, რაშიც ქართველები ხშირად მაგრები ვართ...

რაც შეეხება კახა კალაძეს - ახალგაზრდა, ნიჭიერი, წარმატებული, თავშეკავებული, დიპლომატი, ლამაზი ოჯახის პატრონი, ბევრისთვის სამაგალითო პიროვნებაა, ამიტომ სწორედ მას ვაძლევ ხმას და ვიცი, ერთად დავიბრუნებთ, გავაძლიერებთ ჩვენს კოპწია თბილისს!

შაბათს წამოდით ჩემთან ერთად არჩევნებზე და პირველივე ტურში გავაფორმოთ კახას და თბილისის გამარჯვება!" - წერს რომა რცხილაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner