ავღანეთში, სამხედრო ბაზასთან ორი ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 40 სამხედრო ემსხვერპლა.
„ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო ჯიპებით პროვინცია ყანდაარში, მეივანდის რაიონში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა და სულ მცირე 40 ჯარისკაცი მოკლა", - იუწყება ტელეარხი „Tolo News".
სამხედრო ბაზაზე შეტევის შესახებ ინფორმაცია ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.