logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე არ უნდა გავკიოდეთ, რომ ტანკების ლულა გვაქვს მოშვერილი!
- +

15 აპრილი. 2016. 22:25




„ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევძელით ტემპერატიურის დაწევა და მიუხედავად ოკუპაციისა, რუსეთთან არ გვაქვს დაძაბულობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.  



მისი თქმით, ოკუპაციის საკითხი მწვავე გამოწვევად რჩება.



„დიალოგების ფორმატების მეშვეობით დღეს გვაქვს იმ დონის სტაბილურობა ქვეყანაში, რაც იძლევა საშუალებას ქვეყნის სწრაფი და დინამიკური განვითარების. თუმცა, ეს არ მომხდარა ჩვენი დასავლური ორიენტირების მცირეოდენი კომპრომისიც ხარჯზეც კი. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ  ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის უმთავრესი პრიორიტეტები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაკვეთა და არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება ამ დაკვეთას გადაუხვიოს. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ყველა საერთაშორისო ფორმატზე გავკიოდეთ, რომ ჩვენ ტანკის ლულა გვაქვს მოშვერილი, რომ სნაიპერები უმიზნებენ ავტობანზე მოძრავ ტრაილერებს და ა.შ. როგორ წარმოგიდგებიათ ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის განვითარება იმ ფონზე, რომ მუდმივად გავკიოდეთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გვაქვს ტერიტორიაზე, არიქა, გვიშველეთ, გადაგარჩინეთო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შევასუსტოთ ყურადღება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების თვალში ეს პრობლემა მეორეხარისხოვანი გავხადოთ. ეს უკვე ტაქტიკის საკითხია, როგორ მივიტანთ ამას პარტნიორებამდე, როგორ დავაბლანსებთ ისე, რომ ჩვენი საკითხი დავტოვოთ ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში და მეორე მხრივ, შევქმნათ სტაბილურობის განცდა ინვესტიციების მოსაზიდად. ამ ამოცანას ჩვენ წარმატებით გავართვით თავი. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს სახარბიელო დინამიკა ოკუპაციის საკითხების მიმართულებით, გვაქვს ხელშეკრულების ხელმოწერა ინტეგრაციაზე. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმს, ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედება და არცერთი ქვეყანა, რომელიც სარგებლობს მაღალი რეპუტაციით საერთაშორისო თანამეგობრობაში, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ აღიარებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner