ავტორი მერაბ ხაჩიძე
ყველა დებილს, ჩლუნგს, „ბიზნესმენს" და „პარტიულს" ვთხოვ: - „ხალხის გაღლეტვაზე" და „საქართველოს საკუთარ დუქნად ქცევაზე" უფრო სერიოზული და არგუმენტირებული „პრიჩინა" მოიფიქროს „პანორამა თბილისის" წინააღმდეგ, თორემ ერთ შეკითხვას დაგისვამთ და სულ მოგეჭრებათ თავი!
თქვენიც მესმის. ანდა, როგორ გინდა, ჩემისთანა „შტერებს" აუხსნა ბიზნესის ყველა ჩანაფიქრი და საიდუმლო „ხოდი"?!
კაცმა რომ თქვას, ჩემისთანებს მართლა ვერ აუხსნით და იცით, რატომ?!
ღმერთმა ყველას დღე გრძელი მისცეს, მარა ამ პროექტის დამფინანსებლები, პროექტში ჩადებული მილიარდნახევრის ამოღებას, საკუთარ ანდერძში თუ მოიხსენებენ და „მიზანას ვალივით" თუ გადააბარებენ „ერთაოზს", თორემ სხვა შემთხვევაში და მით უფრო, ჩვენი „მზარდი" ეკონომიკის პირობებში მოგჭამა ჭირი მაგ ფულებმა!
გასაგებად ვთქვი თუ დაპირებული შეკითხვაც მოვაყოლო - არითმეტიკის სახელმძღვანელოდან?
ისე, ლოგიკაზეც შემიძლია გელაპარაკოთ!
...და კიდევ! „ოლღა ბებიას" აზრი ჰიტლერზე, ტყუპისცალივით ჰგავს ნაცებისადმი ჩემს განწყობა-დამოკიდებულებას, მარა, როცა რამეს აშენებდნენ, პროექტების ავ-კარგზე მქონდა რეაქცია, თორემ რატომ აშენებენო?! - ამის ხმამაღლა თქმა თავში არასდროს მომსვლია!
ასეთ კითხვებს სულელები სვამენ და იმიტომ!