logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 2007 წლიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი!
- +

15 აპრილი. 2016. 22:26



საქარტველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზე ისაუბრა.


კვირიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მიმართულებები, სადაც საქართველომ მიაღწია წარმატებებს და იყო მიმართულებები, რაც მოქალაქეებს მოსწონდათ.


„9 წლის თემას რაც შეეხება, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს იყო წარმატებების და წარუმატებლობის 9 წელი, იყო მიმართულებები, სადაც საქართველომ მიაღწია წარმატებებს, იყო რაღაცეები, რაც ჩვენს მოქალაქეებს მოსწონდათ, მაშორის მეც მომწონდა საგადასახადო სისტემის რეფორმა, მომწონდა საბაჟო სისტემის რეფორმა და არაერთი სხვა რაღაცა. მე არ დამიმალავს და სიმართლეს ვლაპარაკობ. ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე და არ უნდა შეგვეშინდეს, ვერც ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა შეგვეშინდეს.

2007 წლიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი, ესეც  უნდა ვთქვათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner