logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: არ ვიცი ზუსტად, რა გრძნობაა ეს, მაგრამ...
- +

19 ოქტომბერი. 2017. 14:02



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში მსახიობ მარინა ჯანაშიას შესახებ წერს:

 

„ქართველი მსახიობები მიყვარს - რა თქმა უნდა.

გამორჩეულად მიყვარს რამდენიმე მათგანი.

ქალბატონი მარინა ჯანაშია - ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობია.

 

არაფერი განსაკუთრებული ახლობლობა არ გვაქვს, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, 20-25 წელია, რაც პირადად ვიცნობ (პატივია ეს ჩემთვის) და მინდა გითხრათ, რომ ადამიანიც ისეთივე არაჩვეულებრივია - როგორიც მსახიობი.

 

როდესაც მას ვხედავ, მინდა, მოვწესრიგდე, გავსწორდე, სწორდი-სმენა ჩავიტარო - მინდა, რომ ამ ბრწყინვალე ქალბატონთან შეხვედრისთვის - შესაბამისობაში მოვიდე... (კუკარაჩა რომ ქალბატონ ანიკოსთან შესახვედრად ემზადებოდა ხოლმე, დაახლოებით ისე ვიქცევი) სულ ვცდილობ, რომ არ მომცეს შენიშვნა, რომელსაც, ზუსტად ვიცი, რომ არ მომცემს... არ იკადრებს, მაგრამ მაინც...

 

ქალბატონი მარინა, ჩემთვის ალბათ, ერთგვარი სინდისისა და ნამუსის, წესიერებისა და სიკეთის, პროფესიონალიზმისა და ტრადიციების, ადამიანობისა და თავმდაბლობის მაგალითია - რომელსაც, სამწუხაროდ, არ ვგავარ, და ვერც დავემსგავსები ვერასდროს (თვითგვემაში არ ჩამითვალოთ) - მაგრამ რამხელა ბედნიერებაა, რომ ასეთი სიმაღლის ადამიანი არსებობს.

 

მისი ავადმყოფობის ამბავი მაშინ გავიგე, როდესაც - საოცარი განკურნების, სასიხარულო ისტორია მიამბეს.

 

ახლა კი პირველად ვნახე ეკრანზე - ამ რთული ამბების მერე.

არ ვიცი ზუსტად, რა გრძნობაა ეს, მაგრამ უძაანმაგრეს განწყობაზე დავდექი.

რაღაც ისეთი განვიცადე, გეგონება, მე გამოვიარე ეს ყველაფერი და გამარჯვებული გამოვედი...

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner