საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ჟურნალისტს მაკა რაზმაძეს ტელეკომპანია „იბერიას" მაუწყებლობის განახლება მიულოცა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მედიასაშუალება იქნება, მით უფრო ფართო იქნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება.
კვირიკაშვილს თქმით, მას აქვს პრეტენზია, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი მრეწველობისა და სერვისის მიმართულებით.
„ჩემი ეკონომიკის მინისტრობის პირველივე დღიდან არ მქონდა გარჩევა, თუ ვისთან დაახლოებულ ბიზნესმენს ვხვდებოდი. რაც შეეხება იმას, რომ ბევრი ბიზნესმენის უფლება აღსადგენია, ამას ვაღიარებ.
ის, რომ საქართველოში არის ღია ეკონომიკა, ეს ძალიან დიდი მონაპოვარია. ჩვენ არ უნდა შევცვალოთ ეს, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მთავარი განმაპირობებელი არის ჩვენი ქვეყნის სიღიავე.
მაქვს პრეტენზია იმისა, რომ ჩვენ გავხდებით რეგიონული ჰაბი სერვისის, ლოჯისიტიკის, ტრანსპორტის, წარმოებისა და ჩვენ ამის ბრწყინვალე შესაძლებლობები გაგვაჩნია. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ საქართველო გახდეს წარმოების ჰაბი.
საქართველოს უნდა ჰქონდეს კვალიფიცირებული სამუშაო ძალა, იაფი ენერგორესურსები და სტაბილური ენერგოსისტემა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.