logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ეს ის ვაშაძე არაა, მთელი 5 წელი მიშასთან რომ დაწანწალებდა უკრაინაში?
- +

19 ოქტომბერი. 2017. 15:04



„რამდენიმე დღის წინ, ერთმა წარუმატებელმა ექსპერტმა დაწერა, - გიორგი ვაშაძეს კაი პოლიტიკური მომავალი „ეჯღანებაო"..." - ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:


„ეს ის ვაშაძე არაა, მთელი 5 წელი მიშასთან რომ დაწანწალებდა უკრაინაში? ხალხნო, ნუ ცდილობთ, ეს ძონძი ვაშაძე, მიშას ერთ-ერთი დასაყრდენი ძალა, ისევ პოლიტიკოსად შემოგვასაღოთ! დარწმუნებული იყავით, რომ ეს იგივეა, მიშა რომ ტახტრევანით ჩამოაბრძანოთ უკრაინიდან საქართველოში!...

 

P.S. ისე, ცნობისთვის, ამ „ექსპერტს" თუ რაიმეს თავი და შესაძლებლობები ჰქონდა, საკუთარი თავისთვის გამოეყენებია, მაშინ როცა ეს ყველაზე მეტად მას სჭირდებოდა... ყველას კარგად გვახსოვს, ის პაატა ბურჭულაძის პარტიაში, წამყვან ფიგურად რომ მოგვევლინა, შემდეგ კი, ლამის პარტიიდან გამოაძევეს... ბოლოს კი, ისიც გაირკვა, რომ „მსოფლიო ბანი" კაი გვარიანი გაიძვერა და თაღლითი ყოფილა... რატომ ამის შესახებ არ იყო მისთვის ცნობილი?.. მოკლედ და კონკრეტულად, კარგად გამოცდილი გვაქვს ჩვენ თქვენი ექსპერტული „პროგნოზი"... ჰოდა, კიდევ მართლა კარგი ადამიანი ვარ, გვარსა და სახელს შეგნებულად რომ არ ვწერ და თემას სიღრმისეულად რომ არ განვიხილავ, ქალია მაინც და თავისიც ეყოფა... დაბნეულია ახლა ძალიან და ვერაფრით ვერ გაიგო, პოლიტიკური გეზი საითკენ აიღოს... არადა, ისიც ფაქტია, საითკენაც პირი იბრუნა, ყველა პოლიტიკურად გაკოტრდა და დაეცა. ამიტომაც, თუ რაიმე რესურსი მართლაც გააჩნია ანალიტიკისა და ანალიზის კუთხით, უმჯობესია, საკუთარ თავს მოახმაროს!

 

ეჰ, ამას ჰქვია ნამდვილად, კრება დარჩა მხიარულიო", - წერს ლიპარტელიანი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner