logo_geo
eng_logo
თემურ თათარაშვილი: მივმართავ ყველას, ვინც არის კახის გულშემატკივარი...
- +

19 ოქტომბერი. 2017. 15:46

 

 

მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მივმართავ ყველას, ვინც არის კახის გულშემატკივარი - ჩემო მეგობრებო, აუცილებლად მიდით 21-ში საარჩევნო უბნებში, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. ნუ ვიფიქრებთ იმას, რომ ერთი ხმა არ არის გადამწვეტი. ჩემი თხოვნაა, არ დაიზაროთ და აუცილებლად მიდით. ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნებით კახის ამომრჩეველი და მე სულაც არ დაგიწყებთ აგიტაციას, ყველამ იმას მივცეთ ხმა, ვინც გვინდა ვნახოთ მერის თანამდებობაზე. უბრალოდ, გთხოვთ, რომ სახლში არ დავსხდეთ და არ დაველოდოთ შედეგებს. ყველა საარჩევნო უბნებში! ერთი საათი დავუთმოთ ჩვენს კეთილდღეობას! დიდი მადლობა მათ, ვინც დამიჯერებს და 21-ში საარჩევნო უბნებში მივა", - წერს თემურ თათარაშვილი.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner