პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ნებისმიერი ორგანოს დისკრედიტაციის და ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამჟამად ეს საფრთხე ყველაზე მცირეა.
საყვარელიძემ „ახალ თაობასთან" აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების ის ნაწილი, რომელიც დისკრედიტაციის და დესტაბილიზაციის იარაღის გამოყენებაზე უარს არ იქნება, იმდენად არაპოპულარულია, რომ მისი მცდელობები სერიოზულ პრობლემებს ვერ შექმნის ქვეყნის მასშტაბით.
საყვარელიძე საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ბიძინა ივანიშვილის პასიურობასაც შეეხო.
„2012 წლის შემდეგ ივანიშვილი სულ მიისწრაფოდა ამ მდგომარეობისკენ და პასიურობის უფლებას ვერ აძლევდა საკუთარ თავს, რადგან ფეხზე ჰყავდა დასაყენებელი თავისი გუნდი. როგორც ჩანს, იგი თვლის, რომ მისი გუნდი უკვე შეძლებს გამარჯვებას მისი დახმარების გარეშე და ამიტომ არც ჩანს. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვებული მხარე საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის გამარჯვებას მნიშვნელოვნად წაადგება. ადგილობრივი ხელისუფლება დიდ გავლენას ახდენს ყველა დონის არჩევნებზე. და ბოლოს, მე მგონია, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება კალაძის გამარჯვებით", -აღნიშნა საყვარელიძემ.