logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ცესკო-ს კვალიფიციური და გამოცდილი პიროვნება ხელმძღვანელობს
- +

19 ოქტომბერი. 2017. 17:05



პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ცესკო-ში პოზიტიური ცვლილებები, მხოლოდ ერთ ადამიანზე - თამარ ჟვანიაზე დაყრდნობით მოხდა. საყვარელიძემ „ახალ თაობასთან" აღნიშნა, რომ ჟვანიამ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო.

 

„თამარ ჟვანიამ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო, როგორც საარჩევნო კომისიის შემადგენლობის, ასევე მის მიმართ საზოგადოების უნდობლობის თვალსაზრისით. მას მერე სამი ურთულესი არჩევნები ჩაატარა ჟვანიამ ისე, რომ არც საზოგადოებაში გაჩენილა კომისიის მიმართ ეჭვი, არც უცხოელ დამკვირვებლებს გამოუთქვამთ შენიშვნები. ეს პოზიტიური ცვლილებები მოხდა მხოლოდ ერთ ადამიანზე, თამარ ჟვანიაზე დაყრდნობით. მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა და კარგად გააზრებულმა პიარკამპანიამ მოიტანა ეს შედეგი. დამსახურებული, მისალოცი და საამაყოა ხსენებული ჯილდო როგორც ქალბატონი თამარისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისათვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მას გამოარჩევს მაქსიმალური არაადეკვატურობა და ადგილობრივი არჩევნების გადაქცევა სახელისუფლო არჩევნებად, რაც საპარლამენტო არჩევნების ფუნქციაა. ეს შეფასება, რა თქმა უნდა, ეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი იბრძვიან ხელისფლებისთვის და სურთ თბილისი ამის ბერკეტად აქციონ", - აღნიშნა საყვარელიძემ.


რამაზ საყვარელიძის აზრით, მთავარი ინტრიგა თბილისის მერის საარჩევნო კამპანიასთან მიმართებაში მეორე ტურია.


„მთავარი ინტრიგაა მეორე ტური - თუ მეორე ტური შედგა და მეორე ადგილზე ნაციონალების კანდიდატი ვერ გავიდა, მთელი ოპოზიციური და ნეიტრალური ხმები გადავა მეორე კანდიდატის მხარეს და მას გამარჯვების რეალური შანსი ექნება. თუ მეორე ტურში ნაციონალების კანდიდატი გავიდა, თბილისი მას ხმას არ მისცემს.

 

ასევე, საერთაშორისო აღიარება, დროული, ძალზე დროული ჯილდოა, რადგან იგი საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობას ზრდის. ამ ჰიპერპოლიტიზირებულ ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო კომისიის ავტორიტეტი უაღრესად საჭირო იქნება", - აღნიშნა საყვარელიძემ.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner