logo_geo
eng_logo
ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
- +

19 ოქტომბერი. 2017. 19:22



ქართველი ძიუდოისტი რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ძალოსნობის ნაკრებისთვის ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დღევანდელი დღე 3 ოქროს მედლით დაგვირგვინდა.


რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანი აკვრაშიც საუკეთესო იყო და აქაც პირველი ადგილის მფლობელი გახდა. შესაბამისად, ორჭიდის ჯამში კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიც დაიმსახურა.


ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 14 მედალია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner