„ბევრი ითქვა კახა კალაძეზე. მისი ბიოგრაფია ყველა რაკურსში იქნა განხილული. მე რეზიუმეს გავაკეთებ - კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს", - ამის შესახებ კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.
„კახა კალაძემ თავისი თავი შექმნა. მე მივესალმები სკამისთვის ბრძოლას იმ კაცისას, რომელმაც იცის, რომ ყველაზე მეტს გააკეთებს. უნდა იბრძოლო, აბა, რა, რომ იქ მოხვდე. გვიმტკიცებთ, რომ კალაძე „ქართული ოცნების" წევრია, რა თქმა უნდა, მის ყველა პლაკატს აწერია 41. აქ არის საუბარი, როგორი უნდა იყოს მერი და რატომ ვაძლევთ ხმას, ვთქვათ, კახა კალაძეს. აღფრთოვანებული წამოვედი კახა კალაძის პროგრამის პრეზენტაციიდან. მე გამოვედი და ვთქვი, ნახევარიც თუ გააკეთა, აფერუმ მის ვაჟკაცობას-თქო", - განაცხადა სეფიაშვილმა.