logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილი 2013 წლის არჩევნებშიც დამარცხდა, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა!
- +

19 ოქტომბერი. 2017. 23:37


 

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  „tvპირველის" ეთერში პრეზიდენტის ბრიფინგი შეაფასა.  მისი თქმით, პრეზიდენტი მარგველაშვილი 2013 წელსაც დამარცხდა, რადგან მაშინ მოსახლეობამ მხარი არა პირადად მას, არამედ "ქართულ ოცნებას" დაუჭირა.


„ძალიან მაინტერესებს ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას? ეს არის ერთი ნაციონალური მოძრაობა, მეორე ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტები თუ დემოკრატიული მოძრაობა?

შემიძლია ვიფიქრო ვინ არის მისი ფავორიტი. მაქვს დაახლოებითი წარმოდგენა, თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ როგორც დამარცხდა 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე, ამ შემთხვევაშიც დამარცხდება ადგილობრივ არჩევნებზე. დამარცხდა 2013 წელსაც, იმიტომ რომ მაშინ ხალხმა აირჩია არა გიორგი მარგველაშვილი, არამედ "ქართული ოცნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner