„როგორც კი გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში, მაშინვე საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე. თუ არ გამოჩნდა, პირიქით, საუბრობენ, რატომ არ გამოჩნდა" , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების" დამფუძნებელი. დასამალი არ არის, რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის არის დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან. შესაბამისად, ამ კონტექსტში თავისუფლად ჯდება ის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.