logo_geo
eng_logo
ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში რვა ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ხუთი ბავშვი
- +

20 ოქტომბერი. 2017. 00:20



რვა ადამიანი მოიწამლა ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში. მათგან ხუთი მცირეწლოვანია, სამი კი ზრდასრული.  ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.


ინტოქსიკაციით კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში" სამიდან ხუთ წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი, ბაღის დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია შეიყვანეს.


ექიმის განმარტებით, პაციენტები საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით შევიდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


არსებული ინფორმაციით, რვა ადამიანი ტორტით მოიწამლა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner