შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მარნეულში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ სამ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.