logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულში გაემგზავრა
- +

20 ოქტომბერი. 2017. 00:46



შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მარნეულში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ სამ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner