logo_geo
eng_logo
ზაალ უდუმაშვილი: „იმედში“ შევარდნა წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო!
- +

20 ოქტომბერი. 2017. 01:06


 

„ბუნებრივია, „ნაცმოძრაობის" წარსულზე მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას. მე შემიძლია ვისაუბრო შეცდომებზე. ხელისუფლების პერიოდში რა შეცდომები დაუშვა „ნაცმოძრაობამ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ipress-თან ინტერვიუში განაცხადა.


„მაგალითად, როდესაც ციხის კადრები გამოქვეყნდა, მაშინ უკვე ღიად გამოვხატე ჩემი პოზიცია. 7 ნოემბრის თემაზე, „იმედში" შევარდნა, ეს იყო წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც მოხდა ტელევიზიის დარბევა. ამაზეც ღია პოზიცია მქონდა. ახლაც ღიად დავაფიქსირებ პოზიციას, არ მაქვს მაგის პრობლემა.


საუბარი ერთია და შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება, მეორე. რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია, იმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მე მაშინ ვიყავი ჟურნალისტი, რომელიც გარედან აშუქებდა ამ ყველაფერს", - დასძინა თბილისის მერობის კანდიდატმა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner