logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ადამიანების საძინელში ძრომიალი დასრულდება!
- +

15 აპრილი. 2016. 23:21



საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების წარმოება და გასაჯარვება მას ზიზღს გვრის და ის იქნება გარანტი იმისა, რომ მსგავსი მახინჯი პრაქტიკა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

 

„გარანტი იმისა, რომ ჩვენ გვექნება შეუგუებლობა იმისა, რომ ქვეყანაში ასეთი რამ კიდევ მოხდეს, მანდვილად ვარ. არ გამოვრიცხავ ჩვენს ინსტიტუციებში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებთაც შესაძლოა კიდევ აქვთ სურვილი, უკანონო ქმედებები ახორციელონ, მაგრამ მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ჩვენ წავალთ იმ მიმართულებით, როდესაც ადამიანების საძინელში ძრომიალი ამ ქვეყანაში დასრულდება!

 

ძალიან ეჭვი მეპარება რომ დღეს ვინმე ამას აკეთებდეს, მაგრამ მე ვარ გარანტი იმისა, რომ ეს მახინჯი, ავადმყოფური მისწრაფება ჩინოვნიკისა, რომ აკონტროლოს ოპონენტი, ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში. მე პირადად ამ ყველაფრის მიმართ ზიზღი მაქვს!"- განაცხადა პრემიერ- მინისტრმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner