„წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ, ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე საუბრისას განაცხადა. გააკეთა.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. მე გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ვერსიას. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ექიმები გვეუბნებიან. დილისთვის ალბათ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია. უნდა დავაცადოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველწუთიერად ინფორმაციას იღებენ და ამუშავებენ. კვალიფიკაცია საქმეზე ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა მღებრიშვილმა.