მარნეულში მომხდარი ინციდენტის შედეგად, 5 ადამიანია დაჭრილი. ორი მსუბუქად, ერთი კიდურებში და ორიც მუცლის ღრუში. ყველაზე მძიმეა საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ჯეიხუნ ჩონდაროვის მდგომარეობა.
შემთხვევა 19 ოქტომბერს, ღამით, დაახლოებით 11 საათზე მოხდა, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" ოფისს დაესხნენ თავს და ცეცხლი გაუხსნეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.